აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოითქვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.
„თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბურსას მერთან, სავაჭრო პალატასთან, ქართული დიასპორის წარმომადგებიან.
ბურსას გუბერნატორთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდა“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.