თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთში სამუშაო ვიზიტისას, ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამომავლოდ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება.

თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობას საგრძნობლად უწყობს ხელს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს