თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო ფესტივალ ,,ჩვენებურების" საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა თურქეთის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში დიასპორულ ორგანიზაციებთან და თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ფესტივალ ,,ჩვენებურების" საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„აჭარის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფესტივალის და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც არსებითია როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ისე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები" არაერთი წელია იმართება. წელს ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით, ბურსას რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში იმართება. ფესტივალში მონაწილეობა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „არსიანმა" და თურქეთში მოღვაწე ანსამბლ „ჩვენებურებმა" მიიღეს.

ფესტივალის მიზანი თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორების შემოქმედების წარმოჩენა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაა.

ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის