მედია - რუსებმა, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 80-ზე მეტი ეკლესია და 8 მონასტერი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი ტაძარი არ არის, რომელიც რუსებმა გაანადგურეს.

გამოცემა LB.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 80-ზე მეტი ეკლესია და 8 მონასტერი გაანადგურეს და 200-ზე მეტი ეკლესია და 7 მონასტერი დააზიანეს.

ამასთან, დაბომბვის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი სასულიერო პირი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება