1 წელი შესრულდა, რაც მეგალაბის მულტიპროფილურმა სამედიცინო ლაბორატორიამ JCI აკრედიტაცია მიიღო

2022 წლის 24 ივლისიდან მეგალაბი ერთადერთი ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელიც JCI-ს აკრედიტაციას ფლობს. ამ დრომდე JCI-ს ოქროს სტანდარტი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 40 წამყვან ლაბორატორიას აქვს მიღებული და მათ შორისაა მეგალაბიც

JCI (Joint Commission International) ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოა აშშ-ში და კლინიკური პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. მისი მიზანია პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესება, კვლევების თანამედროვე აპარატურით, მაღალი სიზუსტით შესრულება და შესაბამისი დიაგნოზის დასმა. ამასთან, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, უკვე აკრედიტებული ლაბორატორიების სტანდარტებთან შესაბამისობა 3 წელიწადში ერთხელ გადაამოწმოს.

გარდა ამისა, აკრედიტაცია მეგალაბს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გაიღრმაოს პარტნიორობა უცხოურ სამედიცინო დაწესებულებასთან სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და მიღებული შედეგები ადგილზევე დანერგოს.

მეგალაბი 2018 წელს გაიხსნა და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მულტიპროფილური ლაბორატორიაა, რომელიც 1 სივრცეში კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს აერთიანებს, ასევე მოიცავს ‒ ციფრულ ავტომატიზებულ პროცესს, პროფესიონალ ექიმთა გუნდს, ხარისხის უწყვეტ შემოწმებასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე მუდმივ ზრუნვას.

მეგალაბი ყოველდღიურად 3 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება და 10 000-ზე მეტ კვლევას ატარებს. მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, ასევე, მეგალაბ დრაივისა და ბინაზე გამოძახების სერვისების საშუალებით.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა