ლევან ხაბეიშვილი - მინიმალური პენსია სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი, 65 წლიდან და მაღალმთიანებისთვის 600 ლარამდე, ასევე უნდა მოხდეს საპენსიო სესხების ჩამოწერა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერებთან ერთად, თბილისში პენსიონერებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარტიის ახალ ინიციატივებს, რომელიც საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევასა და მინიმალური პენსიის გაზრდას 400 ლარის ოდენობამდე გულისხმობს. ასევე, საუბარი შეეხო საპენსიო სესხების განულებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მაღივე ცნობით, ამ კამპანიის ფარგლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ, „ლიბერთი ბანკთან“ აქციაც გამართა.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი გაგრძელებენ მუშაობას პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.

„მინიმალური პენსია ანუ 295- ლარიანი პენსია, სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი. ყველა ის დანამატი, რომელიც არის, უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ არა 70 წლის ზემოთ, არამედ უკვე 65 წლის ზემოთ. ასევე, მაღალმთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დანამატები იყოს შენარჩუნებული და ეს ნიშნავს, რომ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და საბოლოო ჯამში, 65 წლის ზემოთ და მაღალმთიან რეგიონებში 600 ლარამდე. ამ თემებთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა თბილისელ პენსიონერებთან, ასევე ვისაუბრეთ საპენსიო სესხების განულებაზე და ასეთი არის 400 ათასამდე ადამიანი, რომელმაც აიღეს სესხი 1000-1500, მაქსიმუმ 2000 ლარი და ახდევინებენ 4000-4500 და 5000 ლარს. ფაქტობრივად, სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე იღებენ სესხს და ეს კანონის სახელით ძარცვა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შრომას ჩვენი პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება