თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას მერს ალინურ აქთაშს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას მერს, ალინურ აქთაშს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, დაიგეგმა სამომავლოდ პროექტების ერთობლივად განხორციელება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო მიმართულებით.

„ასევე, განიხილეს ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ბურსაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოქალაქეებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა