თურქეთში წამყვანი ჯანდაცვის ჯგუფი Acıbadem-ი, იყენებს რა უახლეს ტექნოლოგიებს კიბოს სამკურნალოდ ახალი სტრატეგიების მეშვეობით ამცირებს კიბოს მკურნალობის არსებულ ლიმიტებს.
პროსტატის კიბო ყველაზე გავრცელებული უროლოგიური კიბოს ტიპია და ყველაზე ხშირად გვხვდება განსაკუთრებით 50 წელს ზევით კაცებში. მრავალი წლის განმავლობაში რადიკალური პროსტატექტომია, რომელიც პროსტატის ჯირკვლისა და სათესლეების ქირურგიულ ამოკვეთას გულისხმობს, პროსტატის კიბოს მკურნალობაში ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა. თუმცა ლოკალიზებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მკურნალობის ალტერნატივებს დაემატა ასევე რადიოთერაპიაც, ამდენად რადიაციულ ტექნოლოგიებში არსებული ბოლო დროინდელი წინსვლა გვეხმარება პროსტატის კიბოს შემთხვევების წარმატებით სამკურნალოდ. დღესდღეობით, MRI-ით მართული რადიოთერაპია ერთ-ერთი ყველაზე ახალი ასეთი მეთოდია რადიაციულ ონკოლოგიაში, რომელიც პროსტატის მქონე პაციენტებისათვისაა განკუთვნილი. აღნიშნულ ტექნოლოგიას შემოკლებით MRIdian-ს უწოდებენ. ტექნოლოგია სიმსივნისა და გარშემო ჯანმრთელი ქსოვილების სკანირებისათვის CT სკანირების ნაცვლად, MRI სხივებს იყენებს. MRI უკეთესად აშუქებს რბილი ქსოვილების გამოსახულებას და სიმსივნის ტარგეტირებაც ამ შემთხვევაში უფრო ზუსტია. აღნიშნული ტექნოლოგია გვეხმარება ასევე რეალურ დროში დავაკვირდეთ სიმსივნეს და მკურნალობა მივმართოთ საჭირო დროსა და პოზიციაზე. ამგვარად, შესაძლებელია მივიღოთ უკეთესი შედეგები ჭარბი ტოქსიკურობისა და გვერდითი მოვლენების გარეშე, რაც გამოიხატება ნაწლავური, საშარდე და სექსუალური ხასიათის გვერდითი მოვლენების შემცირებაში. ეს უპირატესობები ხდის MRI-ით მართული რადიაციულ თერაპიას განსხვავებულს და გაცილებით ეფექტიანს, კიბოს მკურნალობის სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით.
სწორი მკურნალობის შერჩევა
ლ. ყოფილი ბანკირია, რომელსაც პროსტატის ლოკალიზებული კიბოს დიაგნოზი 66 წლის ასაკში დაუსვეს. უროლოგმა მას რადიკალური პროსტატექტომია შესთავაზა (ქირურგია). თუმცა პაციენტმა დაბნეულობისგან ქირურგიაზე თანხმობა დაუყოვნებლივ ვერ განაცხადა და სხვა უროლოგთან კონსულტაცია მოითხოვა, იმ იმედით რომ განსხვავებულ დანიშნულებას მიიღებდა. იგი შეხვდა ონკოლოგს, რომელმაც მას ქირურგიის მსგავსი შედეგების მქონე სხვა მეთოდზე უამბო.
პროსტატის კიბოს სამკურნალოდ რადიოთერაპიის წარმატების მაჩვენებლების გამოკვლევის შემდგომ, პაციენტმა უფრო ღრმა კვლევა ჩაატარა და საბოლოოდ განსხვავებული და უნიკალური მოწყობილობის - MRIdian-ის შესახებ შეიტყო. რადიაციული მკურნალობის ფარგლებში მის მშობლიურ ქალაქში არსებული ყველა ცენტრი CT გამოსახულებას იყენებდა სახელმძღვანელოდ, თუმცა პაციენტმა გაარკვია, რომ სხვაგან იგივე მიზნით MR-საც იყენებდნენ. ასევე გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტექნოლოგია წარმატებით მკურნალობს კიბოს, იგი ასევე უზრუნველყოფს უფრო ზუსტად ფოკუსირებულ მკურნალობას, რის შედეგადაც გარშემო არსებული ჯანმრთელი ქსოვილები ნაკლებად ზიანდება. „იმ მომენტში, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბორბალი გამოვიგონე“, - ამბობს პაციენტი, რომელმაც ისეთი ცენტრის ძიება დაიწყო, სადაც მსგავსი ტექნოლოგიები იქნებოდა ხელმისაწვდომი. ასეთი ცენტრი ბევრი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ პაციენტმა თურქეთში Acıbadem-ის საავადმყოფო აღმოაჩინა.
Acıbadem-ში გამგზავრება
როდესაც პაციენტმა Acıbadem-ის საავადმყოფო იპოვა, მან აღმოაჩინა საინფორმაციო ოფისი ბათუმშიც, რომელსაც იგი დაუყოვნებლივ ეწვია და პერსონალს თავისი სამედიცინო დოკუმენტებიც გაუზიარა, მეორე დღეს კი მიიღო ცნობილი რადიაციული ონკოლოგის, პროფესორი ენის ოზუარის მიერ შედგენილი სამკურნალო გეგმა, რომელიც რადიაციულ თერაპიასაც მოიცავდა. პერსონალმა გეგმასთან ერთად პროფესორის რეზიუმეც გააგზავნა. ენის ოზიარი და მისი გუნდი MRIdian-ის რადიოთერაპიასთან დაკავშირებით ფლობს, როგორც პრაქტიკულ ასევე აკადემიურ გამოცდილებას. MRIdian-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, Acıbadem-ის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის მიერ მკურნალობა 1000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია.
პაციენტმა მიიჩნია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება Acıbadem-ში მკურნალობა იქნებოდა და ამგვარად დაიწყო მისი მოგზაურობაც Acıbadem-ში. პაციენტი ჩავიდა Acıbadem-ის საავადმყოფოში, შეხვდა პროფესორ ენის ოზიარს და 5 რადიაციული თერაპიის კურსი ჩაიტარა, მკურნალობის დასასრულს კი სიმსივნისგან მთლიანად გათავისუფლდა. „გავაცნობიერე, რომ რადიაციული მკურნალობის ჩატარება მშობლიურ ქალაქშიც შემეძლო, თუმცა გამოცდილებისა და უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით Acıbadem-ში ჩამოსვლა ვარჩიე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილება იყო. არც მკურნალობის დროს და არც შემდგომ გვერდითი მოვლენები არ მქონია. საოცარია, რომ უკვე 1 წელზე მეტია რაც კიბოსგან გავთავისუფლდი. იღბლიანი ვარ რომ კარგი ექიმი, საავადმოფო და სწორი ტექნოლოგია ვიპოვე. Acıbadem-ის ყველა ექიმის, ექთნისა და პერსონალის მადლობელი ვარ. დღესდღეობით, ჯანმრთელი ვარ“, - გვიამბო ლევანმა.
Acıbadem-ი ერთ-ერთია იმ რამდენიმე კიბოს სამკურნალო ცენტრიდან, რომელიც პროსტატის კიბოს მკურნალობის პროცესში MRIdian-ის შესაძლებლობებს იყენებს. უფრო მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებს. კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით +90 216 544 46 64.
(R)