მიხეილ დაუშვილი - ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივია - არც ერთ პარტიასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ

ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივია - არც ერთ პარტიასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის არ არის დამაჯერებელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" დამარცხების ფორმულა არის "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება.

"ვინ გაერთიანდება, როგორ, ეს მათი საქმეა, რა იქნება პროდუქტიული და რა კონტრპროდუქტიული, ამას გვაჩვენებს საბოლოო ჯამში არჩევნები. მე არ მჯერა, რომ ეს არის "ოცნების" დამარცხების ფორმულა. ზოგადად, არ მინდა სიღრმეებში წავიდე - გამოეყო, დაბრუნდა, მერე კიდევ გამოეყო, მერე კიდევ დაბრუნდა, ხან ლანძღავდა, ეს არსებითი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება არის მკაფიო, რომ არავითარ გაერთიანებას არ ვაპირებთ", - განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილი გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები შესაძლოა, გაერთიანდნენ და კონსულტაციები მიმდინარეობს გიორგი გახარიასთანაც. დაუშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კონსულტაციების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

"მე ამ კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. მე არ ვიცი, ვინ ყოფილი წევრები რა გაერთიანებას გეგმავენ, შეიძლება ვიღაცები ვიღაცებთან რაღაც გაერთიანებებზე ან თანამშრომლობაზე საუბრობენ, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს,"- განაცხადა დაუშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება