პრემიერი - საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას

საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესშიდიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიაში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი საქართველოში გამანადგურებელი იყო.

პრემიერმა ხორვატიას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ჩვენ ბრუტალური ომი გვქონდა, რომელიც ჩვენთვის გამანადგურებელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა