გიორგი მარგველაშვილი - მხიარული კომენტარია, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები - პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით, 11 500 დოლარით, ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო, თანხის სიმცირე იყო

როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია, ამაზე სიღრმისეული და სერიოზული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს - მხიარული კომენტარია ის, რომ თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული, როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. მხიარული კომენტარია, თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო",- აღნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნულია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც.

მედიის ინფორმაციით, ირკვევა, რომ აღნიშნულ მედიაკომპანიას ევალებოდა, გაევრცელებინა პრესრელიზები კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.

„დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო“, - აღნიშნულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება