გია ხუხაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ტიტანიკს“ აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა - ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა

ორ შაურად რომ იყიდებიან, ისინი ლაპარაკობენ გიორგი მარგველაშვილზე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ისეთი პატიოსანი და წესიერი ადამიანის პოვნა, როგორიც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია.

ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის და მეც ვიცი, რომ ისეთი წესიერი ადამიანის პოვნა, როგორც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია. ის იყო პრეზიდენტი, ჰქონდა უზარმაზარი შესაძლებლობები. მეც მქონდა. დღე არ გადიოდა, რომ 11 000 დოლარი კი არა, ასჯერ მეტი შეთავაზება არ მიგვეღო. არც მე და არც გიორგის ერთი თეთრისთვის ხელი არ მოგვიკიდებია. ეს ყველამ იცის, ბიძინამ იცის ყველაზე კარგად და ამიტომ მიაჩნია გიორგი მარგველაშვილი მთავარ საფრთხედ, ალბათ, მეც. ჩვენი კომპრომეტაცია, ჩვენი გასვრა ვერ მოახერხა და ახლა ბინძური კამპანია დაიწყეს ორ შაურად გაყიდულმა ადამიანებმა.

რაღაც ხელმოსაკიდი იპოვეს სადღაც, გამოვიდნენ, დაეწყვნენ და ეს ნაძირალობა აფრქვიეს, მეტი არაფერიო. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ტექნოლოგია“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში შექმნას სიტუაცია, რომ „არ არსებობს წესიერი ადამიანი, ყველა მექრთამეა“ და „ნუ გექნებათ ნურავის და ნურაფრის იმედი“.

გიორგი მარგველაშვილის კომპრომეტირება ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმისთვის სჭირდება, რომ ადამიანები ფიქრობდნენ: ყველა ნაგავი და უვარგისია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება.

„ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი, ეს მომავალზე კი არა, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანია და ბიძინასთვის, რა თქმა უნდა, საჩუქარია. მიშა ჰყავდა ერთი საფრთხობელა, რომელიც ახლა გალიაში უზის და დაემატა ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შოკოლადშია ბიძინა ახლა ამ ყველაფრით. ვაშაძეს თავისი ინტერესი აქვს, რომ ორ კაცს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა არა „ქართული ოცნება“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებია.

„ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა „ქართული ოცნება“ კი არაა, მათი პრობლემაა დანარჩენი ოპოზიცია, ისინი ეჯავრებათ, იმათ ეომებიან, ნახავთ თქვენ, რომ იმათ გამოუცხადებენ ძირითად ომს, ვინც მათი გემის მიღმა დარჩება, თვითონ ტიტანიკს აშენებენ ახლა და იმ ტიტანიკზე უნდათ ყველას აყვანა. ბიძინა ამას უყურებს და ხარხარებს, მეტი არაფერი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა