ანა დოლიძე - უნდა წავიდეთ წინ და დავმკვიდრდეთ, როგორც ორპოლუსიანობის ჩიხის ერთადერთი პროგრესული ალტერნატივა

უნდა წავიდეთ წინ და დავმკვიდრდეთ, როგორც ერთადერთი პროგრესული ალტერნატივა ორპოლუსიანობის ჩიხის,- ამის შესახებ განცხადება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

’’პოლიტიკურ სპეკულაციებზე: ვუყურებ და რაღაც ჩამონათვალში გვახსენებენ ხოლმე, მართალია სადღაც ბოლოში, უცნობ თუ რეიტინგის არ მქონე ხალხთან ერთად, მაგრამ მაინც გვახსენებენ. ეს კარგია. გავიხსენოთ, რომ ორი წლის წინ არჩევნებში არც გვახსენებდნენ კონკურენტები, თითქოს არც ვიყავით. 2021 წლის არჩევნებზე ერთმა კანდიდატმა ისიც კი გადაწყვიტა ორ კაცთან ერთად ედებატა, თითქოს არ ვიყავი საერთოდ. ამიტომ, ეს უკვე კარგია. ახლა ჩემო ძვირფასებო, უნდა წავიდეთ წინ და დავმკვიდრდეთ, როგორც ერთადერთი პროგრესული ალტერნატივა ამ ჩიხის’’, - წერს ანა დოლიძე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს