მამუკა კაციტაძე „გამარჯვების პლატფორმაზე“ - ეს არის უფრო გუშინდელი დღე, წარსული

რა არის ამაში ახალი და მიმზიდველი? ეს ხალხი და ეს ორი პარტია 10-12 წლის წინ ერთად არ იყვნენ?, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.

მამუკა კაციტაძის შეფასებით, ეს ყველაფერი გუშინდელი დღეა, რომელიც ხალხისთვის კარგადაა ნაცნობი.

„როდესაც უკვე დადგება შედეგი, შემდეგ გავარკვიოთ თანხვედრი მიზნის მიღწევის გზა პარლამენტში. როცა ზეთი და წყლის პირობებში ვართ, არაფრით არ უთავსდება ჩემი ამომრჩეველი თქვენ ამომრჩეველს და მე თქვენ მეძახით ისეთ ადგილზე გასაერთიანებლად, სადაც უახლოესი ჩემი წრე, ლამის ოჯახის წევრებიც კი აღარ მომცემენ ხმას იმიტომ, რომ იქ რა გინდოდაო, მინიმუმ უნდა დაფიქრდე ასეთ რამეზე.

როცა საუბარია კონკრეტულ ერთობაზე, ჩვენი შეფასებით, „ლელოს“ შეფასებით, ეს არის უფრო გუშინდელი დღე, წარსული, რომელიც ხალხისთვის ცნობილი და ნანახია, სიახლის კომპონენტი აქ არაფერი არ არის. რა არის აქ მიმზიდველი და აღსატკინებელი, რომ გინდა თუ არა ყველამ ერთად იქ უნდა მოვიყაროთ თავი. მოხდა ორი პარტიის გაერთიანება. მე მივესალმები, როდესაც ადამიანი ადამიანთან პოულობს საერთო ენას, მაგრამ რა არის ამაში ახალი და მიმზიდველი? ეს ხალხი და ეს ორი პარტია 10-12 წლის წინ ერთად არ იყვნენ? მაშინაც გამარჯვების ფორმულა იყო, თუ მაშინ დამარცხების ფორმულა იყო?“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძის თქმით, ყველა პარტიების გაერთიანებაზე საუბრობს, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მივიდნენ ხალხთან.

„არჩევნებამდე წელიწადი და სამი თვეა. ვერავინ ვერ დამისახელებს საქართველოში წინასაარჩევნო პოლიტიკურ ერთობას, რომელიც შექმნილა 15 თვით ადრე, ასეთი რამ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე უახლოესი 6-8 თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ, რომ გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ მათთან და მათით, ვისაც არავინ ყურადღებას არ აქცევს, ეს არის ამომრჩეველი. ყველა საუბრობს პარტიებზე და მათ გაერთიანებაზე და არავინ არ საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მივიდეს ხალხთან“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება