თიბისიმ Amazon Web Services კომუნის შეკრებას უმასპინძლა

„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში AWS- ამაზონ ვებ სერვისების წარმომადგენლებმა „თიბისის“ ტექნიკურ გუნდს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „თიბისის“ პრესსამსახურის ცნობით, ამაზონ ვებ სერვისები ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ალექსანდერ ბერნარდსკიმ, იგორ ივანიუკმა და ვიკტორ ვენდიჩმა ისაუბრეს.

„მოხარულები ვართ, რომ „თიბისის“ ჯგუფის მასშტაბით მოგვეცა საშუალება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან AWS-სთან სამუშაო ვორკშოპი ჩაგვეტარებინა. ამაზონ ვებ სერვისების ექსპერტებმა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, აქტუალურია. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და მის ათვისებას ორგანიზაციის შიგნით,”- განაცხადა „თიბისის“ ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილემ, იური სემენიხინი.

„AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც იდეებს მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს, ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან სწავლობენ. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

AWS-ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად