ზუგდიდის მერია - ზუგდიდში მანიების რვასულიან ოჯახს მერია სახლს უშენებს

ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს მანიების რვასულიან ოჯახს სახლი აუშენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს სახლი 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს აუშენდება.

„ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.

მიმდინარე წელს 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება.

სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.

ზედა ეწერში, მანიების მრავალშვილიან ოჯახი სახლის მშენებლობის პროცესს ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია გაეცნო.

გიგა მანიას რვასულიან ოჯახს, სადაც ოჯახის ოთხი წევრი მცირეწლოვანია საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ, უახლოეს პერიოდში კი მათ ახალი კეთილმოწყობილი სახლი გადაეცემათ.

ზუგდიდში 2015 წლიდან 141 სოციალური სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა,“- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის