ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენობის გარე ექსტერიერი სრულად განახლდა, შეიცვალა იატაკი, სახურავი, მოპირკეთდა ჭერი, მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები.

როგორც ბორჯომის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანი, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტების სრულყოფილი ინფორმირებაა.

„ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიზანი ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული დანიშნულების ობიექტების შესახებ ინფორმირებაა. ასეთია, განთავსებისა და კვების ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი.

ასევე, ცენტრის მიზანია, ბორჯომში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების შესახებ, როგორიცაა: მუზეუმები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვა დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა