პაველ ჰერჩინსკი - დეოლიგარქიცაზიასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობთ ცალკეულ პირებზე, არამედ ვსაუბრობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ სისტემაზე შეუძლებელი იქნება

ქართულმა მხარემ აირჩია გარკვეული მიდგომა დეოლიგარქიცაზიასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციაში ძალიან გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მიერ არჩეული მიდგომა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩს დაუსვეს შეკითხვა ირაკლი კობახიძის კომენტართან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუკონკრეტონ, თუ რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ სისტემაზე შეუძლებელი იქნება.

„დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია. ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული გავლენის საკითხი. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ეს გამოწვევა ასევე სხვა ქვეყნებშიც, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც დგას. ქართულმა მხარემ აირჩია გარკვეული მიდგომა. ნამდვილად მადლობელი ვართ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დამდგენებმა კონსულტაციები გამართეს და ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს, ძალიან გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მიერ არჩეული მიდგომა არ არის სწორი. კომისია მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რეალურად შეიცავს ბევრ რისკს და ვენეციის კომისია სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას, სისტემურ მიდგომას და ევროკავშირი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწრაფად გადახედავს თავის დამოკიდებულებას და გამოვა ხედვით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი სისტემური მიდგომით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ პირებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელებზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა ელჩმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება