პაატა მანჯგალაძე - ყველა პროდასავლურ ძალას და ლიდერს მივესალმებით, მაგრამ ხვეწნა-მუდარას არ ვაპირებთ - კრიტიკას რაც შეეხება, უამრავი რამ მოიგონეს, მაგრამ „ყველა ძაღლს ქვას ვერ ვესვრით“

ყველა პროდასავლურ ძალას და ლიდერს მივესალმებით, ხვეწნა-მუდარას არ ვაპირებთ - ზოგი ფიქრობს, რომ ახლა საღლაბუცოდ არის საქმე და უამრავი რამ მოიგონეს, მაგრამ „ყველა ძაღლს ქვას ვერ ვესვრით“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მათ პლატფორმაზე გაერთიანებას, მანჯგალაძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლელი ლიდერი.

"ჩვენ გვჭირდება კოალიცია ხალხთან, მოქალაქეებთან ალიანსი. სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, ახლა რა ეტაპზეა ეს მარგველაშვილთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ ხვეწნა- მუდარას არ ვუწყებთ არავის. ვინც დააფიქსირებს პოზიციას, რომ რუსული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლების პროცესში იყოს ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა პროდასავლური ლიდერისთვის და პარტიისთვის ღიაა კარი," - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, "ყოფილი პრეზიდენტების კლუბი" ხომ არ იქნება "გამარჯვების პლატფორმაზე", მანჯგალაძე აცხადებს, რომ ისინი საქმეს სერიოზულად უდგებიან.

"უამრავი რამ მოიგონეს ადამიანებმა, ზოგი ფიქრობს, რომ ახლა საღლაბუცოდ არის საქმე, ჩვენ არ ვფიქრობთ ასე და სერიოზულად ვუდგებით. რუსული რეჟიმი ქვეყანას განადგურებით ემუქრება და ვინც ფიქრობს, რომ ღლაბუცით მეტს მიიღებს, გააგრძელოს ასე. კონკრეტიკაზე საუბარს მოვერიდები, რადგან ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაზე ყურადღების გადატანა არ მინდა, როცა ქვეყანაში რუსული რეჟიმია. ბევრი ადამიანი ვნახე ასე, ჭიჭინაძე ლაპარაკობდა გუშინ, კიდევ ვიღაცები და ვერ გავეკიდებით ახლა, ყველა ძაღლს ქვას ვერ ვესვრით. ამ ფრაზას არა ვინმეზე, ზოგადად ვამბობ, ცნობილი გამოთქმაა. არათუ მარგველაშვილის, თითოეული ადამიანის შემოსვლა არის მნიშვნელოვანი ამ პლატფორმაზე, განსაკუთრებით, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე. ჩვენ თითოეულ პროდასავლურ ძალას და ლიდერს მივესალმებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვაპირებთ ხვეწნა-მუდარას არავისთან," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა