ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის წევრებთან ერთად, გურჯაანში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა სახელწოდებით - „განულდეს საპენსიო სესხები“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის წევრებთან ერთად, დღეს გურჯაანში საპენსიო რეფორმის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა სახელწოდებით - „განულდეს საპენსიო სესხები!“ ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით.

„არა მარტო გურჯაანში, არამედ მთელ საქართველოში სამუშაო ადგილები უდიდესი პრობლემაა. კონკრეტული ადამიანები, ვისაც ენერგია აქვთ და შრომა უნდათ, ამბობენ, რომ არ არსებობს სამუშაო ადგილები, სადაც კონკრეტულ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ და შეინახავენ ოჯახებს.

ამასობაში, ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც საპენსიო სესხი აქვთ აღებული და 1000-1500 ლარში 4000-4500 ლარს ახდევინებენ, პუტინის კარის ოლიგარქია ჩვენს პენსიონერებს ფაქტობრივად ახრჩობს.

ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, პირველი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან ჩვენ გვჭირდება ბევრი მილიარდის ინვესტიცია. მეორე - ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო სესხი ყველა პენსიონერს უნდა გაუნულდეს.

ეს დღესვე რისი გაკეთებაც შეიძლება. ჩვენ ამ ადამიანებს ბევრს დაველაპარაკებით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ, სხვადასხვა ქალაქში.

ეს ის რაიონია, სადაც წყალდიდობა მოხდა რამდენიმე კვირის წინ. ჩვენდა სამწუხაროდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ამიტომ, გავაგრძელებთ მუშაობას და შრომას ჩვენი ხალხისათვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს