გიორგი ამილახვარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც მოიცავს ბიბლიოთეკებს, კაბინეტ-ლაბორატორიებს, აუდიტორიებს, სტუდენტთა თავისუფალ სივრცეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაეცნო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობას.

























