კახა ოქრიაშვილი - მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა.

მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე! ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“ მარგველაშვილს, - თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.

გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, - ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუ არ ვიმსახურებთ და თუ არ ვართ მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე !

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის