ფოთის მერია - ფოთის საცურაო კომპლექსში 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება

ფოთის საცურაო კომპლექსში, 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, ცურვის შემსწავლელ ფესტივალზე ქალაქში მცხოვრები 5-იდან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.

„ფოთელი ბავშვებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ცურვის შემსწავლელ პროგრამას, წყალბურთის კლუბ ,,დინამო თბილისის'' აკადემიის მწვრთნელები წარმართავენ.

ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი მწვრთნელები გადამზადდებიან, რომლებიც სავარჯიშო პროცესში ჩაერთვებიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

მოზარდებს ცურვის გაკვეთილები კვირაში 3-ჯერ უტარდებათ.

პროექტი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისის" და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ცურვის შემსწავლელი ფესტივალი 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება“,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება