“ლელომ” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
მათივე ცნობით, “ლელო” განაგრძობს პარტიის სტრუქტურის მშენებლობას, და დაგეგმილია სიახლეები, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და გამართვის კუთხით, როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ ადმინისტრაციაში.
„ამ დროისთვის პარტია აქტიურად მუშაობს და ემზადება თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებისა და გაძლიერებისთვის, ასევე წელს დაგეგმილია "ლელოს" ყრილობა, რომელიც პარტიის წესდებით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
სტრუქტურული გაძლიერება, "ლელოს" ახალგაზრდა ლიდერების აქტიური ჩართულობა და პარტიულ ვერტიკალში მნიშვნელოვანი თანამდებობების ჩაბარება პარტიის ახალი სტრატეგიის ნაწილია და ხელს უწყობს განვითარების ახალ ეტაპს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"