ლენტეხში ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი დააბრძანეს

ლენტეხში ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი დააბრძანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პატრიარქის საიუბილეო წლებთან (აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავი) დაკავშირებით ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს.

„25-26 ივლისს ხატი ლენტეხის მუნიციპალიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. ხოლო, 27 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში გადააბრძანებენ.

„2026 წელს ჩვენი ერი იზეიმებს გაქრისტიანების 1700 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალიტეტში აღიმართება ქვა-ჯვარი. ასევე, ტარდება ფილმის „მახარობლის" ჩვენება.

25 ივლისს, N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,უძველესი ტომების'' შესახებ, რომელიც ისტორიის პროფესორმა ვალერი ვასაკიძემ წაიკითხა.

დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატის დაბრძანებასთან დაკავშირებით დილა-საღამოს წირვა-ლოცვები ტარდება.

დღეს, ლენტეხის ქუჩებში ჩატარდა ლიტანიობა. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე, იკურთხა ის ადგილი, სადაც ქვა-ჯვარი აღიმართება.

ხატს მოგზაურობისას თან ახლავს დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე, სტეფანე დილებაშვილი და ლუკა ღუდუშაური.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ტაძრიდან გადმოაბრძანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს