ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, რექტორთა საბჭოს სხდომა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამები, უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვის მექანიზმები, სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიები, საერთაშორისო ერთობლივი პროგრამებისა და აკრედიტაციების მხარდამჭერი მექანიზმები, დისტანციური განათლების აღიარების საკითხები და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ამილახვარმა შეხვედრისას განხილული საკითხების მოგვარების გზებზეც ისაუბრა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასასრულს საბჭოს წევრებმა კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.

პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს