კახა კალაძე - შემაშფოთებელია, როცა ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში - რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს შეხვედრების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა?

შემაშფოთებელია, როდესაც "ფარას" დოკუმენტების მიხედვით, ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას [მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში], - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თბილისში, აშშ-ის საელჩოდან არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში.

კახა კალაძის თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტებში უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე.

„ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტში არის ასახული. თქვენ ნახავდით, რომ ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე. ჩანაწერში მითითებული იყო, რომ მას ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებთან დაკავშირებით. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს, რომ ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელია“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლობისტური კომპანია თუ კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ის ვალდებულია, ეს ყველაფერი ასახოს ოფიციალურ დოკუმენტში.

„ეს გამოქვეყნებული იყო და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე ვნახეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ დოკუმენტში კონკრეტულად წერია ადამიანის სახელი და გვარი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება “ფარას“ დოკუმენტებში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფიგურირებას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როცა პოლიტიკოსი გქვია და პოზიციის დასაფიქსირებლად ფულს იღებ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში წასვლა, კალაძემ აღნიშნა: „სადაც უნდა იქ წავიდეს“.

„ზოგადად, ამორალურია, როდესაც ფულს იღებ იმაში, რომ პოზიცია დააფიქსირო და პოლიტიკოსი გქვია. ეს არის ამორალურობა და სამარცხვინოა. თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე“,-განაცხადა კალაძემ.

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე