მარნეულის მერის მოადგილე დამოუკიდებელ კონსულტანტს ადამიანის უფლებებისა და განვითარების სფეროში, ბრიტა შვეაიგოფერს შეხვდა

მარნეულის მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე დამოუკიდებელ კონსულტანტს ადამიანის უფლებებისა და განვითარების სფეროში, ბრიტა შვეაიგოფერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ განხორციელებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგების, პროგრესისა და არსებული გამოწვევების შეფასება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია ევროპის საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობს, ჩართულია სხვადასხვა პროექტში. ასევე, წელს, მუნიციპალიტეტი საგრანტო კომპონენტის გამარჯვებული გახდა, რომლის ფარგლებშიც, „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია’’ გაიმართება.

სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა