ელგუჯა ბაგრატიონი - დღეს ბათუმის სანაპიროს რუსული საკრუიზო გემი მოადგა - არანაირი ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც ამ გემის შემოსვლით ვიღებთ, არ ღირს იმად, რა ზიანსაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად მიიღებს

არანაირი ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც ამ საკრუიზო გემის შემოსვლით ვიღებთ, არ ღირს იმად, რა ზიანსაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად მიიღებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ელგუჯა ბაგრატიონმა ჟურნალისტებს, ბათუმში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გემის შემოსვლა ნავსადგურში უკვე გააპროტესტეს.

„დღეს ბათუმის სანაპიროს რუსული საკრუიზო გემი მოადგა და რუსი ტურისტები ჩამოიყვანა. იმ სანაპიროს მოადგა, რომელ სანაპიროზეც, რამდენიმე წლის წინ, მივიღეთ სწორედ ამ რუსებისგან დევნილი ჩვენი დები და ძმები აფხაზეთიდან. საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებს უწოდებენ თავს და ამბობენ, რომ აფხაზეთიც არ არის ოკუპირებული და რუსეთიც არ არის ოკუპანტი, რას ეტყვიან იმ დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ჩვენს ქალაქში. უამრავ დევნილს, სწორედ მათი ხელით და ტყვიით მოუკლეს ოჯახის წევრები. რას იტყვის და რას ეტყვის ხელისუფლება ამ ადამიანებს, რომლებსაც, თითქოს, ეკონომიკური მიზნებით შემოჰყავს დღეს მტერი სახელმწიფოსგან ე.წ. ტურისტები. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამ სანაპიროზე უნდა გაშენებულიყო ნავმისადგომი, საიდანაც უნდა შემოსულიყო გემები მთელი მსოფლიოდან, ცივილიზებული სამყაროდან, რომელსაც მართლაც ექნებოდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური დანიშნულება, მაგრამ დღეს სამწუხაროდ რუსული ხელისუფლება გვყავს, რომლებმაც ამ პროექტზე ერთადერთი მიზნით თქვა უარი, ეს პროექტი იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი. ახლა მიზანი ერთია გავერთიანდეთ და სწორედ ამ რუსული საკრუიზო გემებითა და თვითმფრინავებით გავუშვათ ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დილით ამ გემის შემოსვლა უკვე გააპროტესტეს, დახვდნენ იქ წარწერებით. არანაირი ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც ამ საკრუიზო გემის შემოსვლის ვიღებთ, არ ღირს იმად, რა ზიანსაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად მიიღებს“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა. ამასთან, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან გამოვიდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის