ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაშში, იფხალდის მიმართულებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ცემენტო ბეტონის საფარით მოპირკეთების სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა და ირაკლი ბენდელიანმა დაათვალიერეს.
„პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ.პ.ს ,,გამა+'' ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 196,275 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.