დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი ვაჩნაძიანის, მუკუზნის და კალაურის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობამ ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ის სექტემბრამდე გეგმავს ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს.

„პარლამენტში სესიები და საკომიტეტო საქმიანობა სექტემბერში განახლდება. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს პერიოდი გამოვიყენო, მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის. ვნახავ, სოფლებში რა საკითხებია აქტუალური, რომ ამის მიხედვით გვქონდეს შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს