გია ვოლსკი სოხუმის აეროპორტზე - ჯერჯერობით ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა და საკითხავია, დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას

არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა, ჯერჯერობით ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა და საკითხავია, დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე.

ვოლსკის თქმით, ისინი მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.

"რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ახალი ამბავია, ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, ბიუჯეტიც დათვლილია, თუმცა, არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერანაირად ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა და დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას, საკითხავია. ჩვენ გვახსოვს სხვა პროვოკაციული განცხადებებიც, ბიჭვინთის დამცველებს რომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმა მაშინ, როცა ამას ნამდვილად არათუ არ საჭიროებენ, პროვოკაციად მიიჩნევენ ის ადამიანები, ვინც დგანან და აპროტესტებენ. ასე რომ, ყველაფერი დროებითია, მიმდინარე პროცესები საკმაოდ რთულია და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას," - განაცხადა ვოლსკიმ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ