გია ვოლსკი - ის რუსი მოქალაქეც, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და ის ქართველიც, ვინც მუშტი-კრივით დასდევს მას, გარკვეული მიზნისკენ მიდის და საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის - პროვოკაციულია ეს ყველაფერი

ის რუსი მოქალაქეც, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და ის ქართველიც, ვინც მუშტი-კრივით დასდევს მას, გარკვეული მიზნისკენ მიდის და საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის - პროვოკაციულია ეს ყველაფერი, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან და რუსი ტურისტების განცხადებებთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს.

"ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, ვინც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის არსებობს და ის ქართველი, ვინც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიედ საკმაოდ საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ასე რომ, პროვოკაციულია ეს ყველაფერი.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი თემა - როდის იყო გულწრფელი ოპონენტების ჯგუფი, როცა ტაშ-ფანდურით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, როცა ჯერ გვამები არ იყო გაციებული, რომლებიც დაიხოცნენ და ბრძოლის ველზე მიატოვეს თუ ახლა?!"- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, "დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".აქციაზე ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის