ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში სახლი დაიწვა. დოღაძეების საცხოვრებელი სახლი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალის ანაზღაურების საკითხს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი სამსახური განიხილავს.
მერიის გავრცელებული ინფორმაციით, დოღაძეების ოჯახს ყველა იმ სერვისის ფარგლებში გაეწევა დახმარება, რაც მუნიციპალიტეტის მერიას ხანძრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის აქვს განკუთვნილი.