კახა ოქრიაშვილი რუსულ გემზე - ამ პატარა ისტორიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რუსული ოცნება“, აბსოლუტურად ღიად მუშაობს რუსული საქმის დამნერგავ ცენტრად საქართველოში

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ ნამდვილმა ქართველმა პატრიოტებმა ბათუმიდან „რუსკი კარაბლი“ გააბუნძულეს. გამოგორდა ივანიშვილის მთავარი მონა კობახიძე და ამ პატრიოტებს, ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილს, ქაჯები უწოდა. ეს ის კობახიძეა, ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი, გავრილოვი რომ ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში საკუთარი სავარძელი დაუთმო, რაც პოლიტიკური მეძავობის უმაღლესი გამოვლინება იყო.

კობახიძის ფილოსოფიით, ქართველი პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი მონები კი კარგი ტიპები არიან!

ამ პატარა ისტორიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რუსული ოცნება“, აბსოლუტურად ღიად, არამარტო რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში, ქართული საქმის დაზიანების ხარჯზე, არამედ პირდაპირ მუშაობს რუსული საქმის დამნერგავ ცენტრად.

მიკვირს იმ მოსახლეობის 25 %-ის, ვინც 300-500 თუნდაც 800-ლარიან ხელფასს იმაში იღებს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ხმას აძლევს „ოცნებას“ და შიშის და მოსყიდვის მეშვეობით, ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. „რუსული ოცნება“ ამ „გადაგდებული ძვლის “ დაკარგვის შიშში ამყოფებს მოსახლეობის 25%-ს. გამოდის, რომ ხელისუფლება ღალატის გზაზე აყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს.

როგორც კი ჩვენ, თქვენი დახმარებით შევცვლით ამ ხელისუფლებას, მოსახლეობას გავათავისუფლებთ ყველანაირი, მათ შორის, პირველ რიგში, საარსებო წყაროს, ანუ შემოსავლის დაკარგვის შიშისგან და ამ მოღალატე ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან შემოვიღებთ მინიმალურ ხელფასს, რომელიც იქნება 400 დოლარი, ხოლო საშუალო ხელფასი საქართველოში 1000 $-დან დაიწყება“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის