ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 86-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ და ფაკულტეტების დეკანებმა სწავლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„ბსუ წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1150-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულებისა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის 200-ზე მეტ სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ცერემონია ქუდების ასროლით, ფოიერვერკის გაშვებითა და „თამადის“ კონცერტით დასრულდა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ასევე ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE"”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის