სიჩუანის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, ჰუან ციანმა.

„ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ჰუან ციანმა მინისტრს გააცნო სიჩუანის რეგიონი და მისი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მწვანე ენერგიის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურისტული პოტენციალის ა.შ. მან გამოთქვა მზადყოფნა სიჩუანში უმასპინძლოს მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოდან, რათა შედგეს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჩინეთისა და საქართველოს ცალკეულ მხარეებს შორის.

თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა გუბერნატორს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ხაზი გაესვა, საქართველოს გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ მდებარეობას, მის მნიშვნელობას შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. აღინიშნა ის ტურისტული პოტენციალი, რომელიც საქართველოსთვის მზარდია და გამოითქვა მზადყოფნა განვითარდეს თანამშრომლობა ჩინეთთან და მის ცალკეულ პროვინციებთან, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგის მიზნით. ცალკე აღინიშნა აჭარის რეგიონისა და მისი სექტორული უპირატესობების შესახებ. მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა აჭარის რეგიონის სექტორული მიმართულებები. ხაზი გაესვა ავტონომიური რესპუბლიკის მზარდ ტურისტულ პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობებს და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობას.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა აამოქმედონ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში