“ლელო საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკრუიზო გემ Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან

“ლელო საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხვალ, დილის 06:00 საათზე, სოჭიდან მომავალ, საკრუიზო გემს, Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს დისკომფორტს შეუქმნიან, რადგან ისინი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ.

ასევე, მათი თქმით, ლაინერზე მყოფ რუს ტურისტებს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ.

“ხვალ, დილის 6:00 საათზე ბათუმის პორტში ისევ შემოდის საკრუიზო გემი Astoria Grande. ამ გემის მგზავრების განწყობაზე იზრუნებენ პუტინის პროპაგანდისტები და უკრაინის ომის მხარდამჭერი არტისტები. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ გემის მგზავრები არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

ბათუმს და სრულიად საქართველოს მოვუწოდებ, რომ დილიდანვე საკადრისი პასუხი გავცეთ ოკუპანტებს, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა.

გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ხვალ, დილის 6:00 საათზე”, - აცხადებენ პარტიაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა