ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები.

დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა