ბათუმის პორტის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეები სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად არიან შეკრებილები, ხმაურია - ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები.

ტერიტორიაზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ისინი ბათუმის პორტში სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებენ.

პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის ხმაურია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველებმა გზა გადაკეტეს და ტერიტორია ბარიკადებით შემოსაზღვრეს.

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 31 ივლისს, დილის 06:00 საათზე დაანონსდა. პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის პორტში მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა, მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი ხმაურის და პროტესტის ფონზე დატოვა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის