ბათუმის პორტთან, სადაც მოქალაქეები სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებენ, კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა - პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

ბათუმის პორტთან, სადაც მოქალაქეები სოჭიდან მომავალი საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებენ, კვლავ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიციას აქციის მონაწილეები სპეციალურად შემოსაზღვრული ჯებირების მიღმა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჰყავს. პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა. ისმის შეძახილები: "მონებო".

დაპირისპირებისას ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 31 ივლისს, დილის 06:00 საათზე დაანონსდა. პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის პორტში მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა, მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი ხმაურის და პროტესტის ფონზე დატოვა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა