ბათუმის პორტში მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 10-მდე პირი დააკავეს

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 10-მდე პირი დააკავეს. ბათუმის პორტში, სადაც მოქალაქეები სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის "ასტორია გრანდეს" შემოსვლას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა