საგარეო და საშინაო საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, გასულ კვირას მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთში. ვიზიტის შედეგებიც ცნობილია.
შეხვედრის პირველივე დღეს ჩინეთის პრეზიდენტმა სი-მ განაცხადა - "საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს."
ბევრმა სიურპრიზად ჩათვალა პრემიერის პრეზიდენტ სი-თან შეხვედრა, რომელიც, ყველა სტუმარს პირადად როდის ხვდება. ამ გარემოებამ გააჩინა მოსაზრება, რომ ეს შეხვედრა სიურპრიზი სულაც არ იყო, ორ ქვეყანას შორის დაანონსებული სტრატეგიული პარტნიორობის იდეაც შეუძლებელია სპონტანურად გაჩენილიყო.
"სტრატეგიული პარტნიორობის" გაფორმებას სჭირდება შესაბამისი დოკუმენტი, ხელშეკრულება, შეთანხმება, ქარტია, დეკლარაცია, მემორანდუმი, თუნდაც განცხადება, რომელიც განსაზღვრავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის სფეროებს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტული პროექტებიც იყოს განსაზღვრული.
რადგან ჯერ მხოლოდ განცხადება გაკეთდა „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ, შეთანხმება არ გასაჯაროებულა, მოდით, ამ განცხადებით ვიმსჯელოთ.
რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის ზღურბლთან მყოფი საქართველოსა და ჩინეთს შორის მომავალში სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი სწორედ ღარიბაშვილის ვიზიტისას ჩაეყარა?
- ეს რთული კითხვაა და მოკლედ ვერ გიპასუხებთ, თანაც სხვა ინტერვიუებში ვცადე ამ საკითხის გაშუქება.
დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთი ათასწლეულების განმავლობაში ძალიან ნელა, ლატენტურად, მაგრამ თანმიმდევრულად ცდილობდა თავისი მიზნების განხორციელებას. ჩინური მენტალიტეტისთვის თაობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ათეული ათასი წლის ისტორიის მქონე ერი. ჩინელები მომავალზე და არა წუთიერებაზე არიან ორიენტირებულნი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთმა გამოაცხადა პრეტენზია მსოფლიო მეორე ქვეყნის სტატუსზე, ანუ მსოფლიო სარბიელზე რუსეთის ჩანაცვლება განიზრახა. ამას იგი ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად, მაგრამ უკან მიუხედავად აკეთებს და ამას მრავალი ტექნოლოგია ემსახურება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთმა გამოაცხადა პრეტენზია მსოფლიო მეორე ქვეყნის სტატუსზე, ანუ მსოფლიო სარბიელზე რუსეთის ჩანაცვლება განიზრახა. ამას იგი ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად, მაგრამ უკან მიუხედავად აკეთებს და ამას მრავალი ტექნოლოგია ემსახურება
პირველი. ჩინეთი მსოფლიოში ნედლეულის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია; მან შეითვისა თანამედროვე სანედლეულო თუ კაპიტალური ბირჟების ტექნოლოგიები და მიზანმიმართულად მათი განვითარება დაიწყო.
რუსეთისგან განსხვავებით, დღეს ჩინეთი წამყვან როლს თამაშობს სანედლეულო ბაზრებზე ოქროსა და ფერადი ლითონების ბაზრების ჩათვლით, ხოლო მისი 4 წამყვანი სასაქონლო და სანედლეულო ბირჟა, შანხაის ფიუჩერსული ბირჟის ჩავლით, მსოფლიო ბირჟების ათეულში შედის.
მეორე. საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ჩინეთი შეუდგა შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას და დღეისთვის მან ფაქტობრივად განდევნა რუსეთი უზბეკეთსა და ყაზახეთიდან. ნუ დაგვავიწყდება, რომ უზბეკეთი ოქროს ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში, ხოლო მურუნტაუ საერთოდ ყველაზე დიდი მაღაროა დედამიწაზე. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ყაზახეთი მსოფლიოში ურანის მთავარი მწარმოებელია და მნიშვნელოვანი აქტიორი ოქროს, იშვიათი ლითონების, სპილენძის, ტყვიისა და თუთიის ბაზრებზე.
გარდა ამისა ყაზახეთში განლაგებულია 3 მსოფლიო მნიშვნელობის ნახშირწყალბადების ველი, რომელთანაც რუსეთს ხელი საერთოდ არ მიუწვდება. ჩინეთმა იზრუნა ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენის რეაბილიტაციაზე და ახლა, როცა რუსეთმა ამ მილსადენის გამოყენება მოისურვა, მკვახე უარი მიიღო როგორც ყაზახეთისგან, ისე ჩინეთისგან.
მესამე. ჩინეთმა ციმბირს დაადო თვალი და იზრუნა იმაზე, რომ მიხმარებოდა თავის მოქალაქეებს ციმბირში ემიგრაციაზე. ჩინელებს სიამოვნებით მოყავს რუსი ცოლები, რომლებიც თანამემამულეთა ალკოჰოლიზმით გაწბილებულები არიან, აჩენენ ბევრ შვილს და დღეს ჩინური მოსახლეობა ციმბირში რუსულენოვან მოსახლეობას რაოდენობრივად არ ჩამოუვარდება.
ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენის რეაბილიტაციაზე და ახლა, როცა რუსეთმა ამ მილსადენის გამოყენება მოისურვა, მკვახე უარი მიიღო როგორც ყაზახეთისგან, ისე ჩინეთისგან
რუსეთ-უკრაინის ომმა ჩინურ წისქვილზე წყალი კი არა, ნიაღვარი გადმოღვენთა. ჩინეთი აცხადებს, რომ იმეგობრებს რუსეთთან, მაგრამ იარაღს არ აწვდის და მის ნავთობს პრაქტიკულად არ ყიდულობს და ნელ-ნელა ცდილობს ჩაანაცვლოს ეს პუტინის მიერ პარიად გადაქცეული ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე.
ამისთვის კი მას ლოგისტიკურად ევროპისკენ და მის ოფშორულ წყლებთან უმოკლესი და უიაფესი გზა ჭირდება. მართალია, ჩინეთს აქვს გასასვლელი ოფშორულ წყლებში, მაგრამ მისი პორტები შორეულ აღმოსავლეთშია და გადის რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ბაზების სახიფათო სიახლოვეს.
ამიტომ, ჩინეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს აბრეშუმის გზა აღადგინოს და მას ჭირდება საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. სხვა არაფერი. არ ვიცი, აქვთ თუ არა გააზრებული ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ჩინეთს შეუძლია საქართველოს მთელი მოსახლეობა ერთი პროვინციული ქალაქის სასტუმროებში განათავსოს და რომ ჩინეთთან დაახლოება, ერთი მხრივ, ჩვენთვის სახარბიელოა ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად, მეორე მხრივ კი სახიფათოა.
ჩინეთმა ციმბირს დაადო თვალი და იზრუნა იმაზე, რომ მიხმარებოდა თავის მოქალაქეებს ციმბირში ემიგრაციაზე. ჩინელებს სიამოვნებით მოყავს რუსი ცოლები, რომლებიც თანამემამულეთა ალკოჰოლიზმით გაწბილებულები არიან, აჩენენ ბევრ შვილს და დღეს ჩინური მოსახლეობა ციმბირში რუსულენოვან მოსახლეობას რაოდენობრივად არ ჩამოუვარდება
მაგალითისთვის ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინეთის კომპანიებს პრაქტიკულად უკვე მონოპოლიზებული აქვთ ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტები. აქ იუველირული პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი, ხოლო ჩვენი მთავრობის ასეთ უნარ-ჩვევებში ეჭვი მეპარება.
- ამ თემაზე საუბრისას ბევრმა გამოთქვა გაკვირვება, რადგან, აქამდე ვიცოდით, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირი და ნატო იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს კონსტიტუციაში მმართველმა გუნდმა თავად ჩაწერა და ხელისუფლებაც შესაბამის განცხადებებს აკეთებდა.
ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რომ არა მარტო დიდი, მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა და მასთან ურთიერთობების გაღრმავება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კარგია, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ახლა საქართველოს ორი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, აშშ და ჩინეთი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უდიდესი ეკონომიკების ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. აშშ- დასავლური ცივილიზაციის ლიდერია, ჩინეთი ერთპარტიულ ავტორიტარულ ქვეყნად რჩება, რომელსაც კარგა ხანია ღიად აქვს გაცხადებული რომ აქვს პრეტენზია იყოს ცივილიზებული სამყაროს მეორე პოლუსი.
ამ თემაზე ბევრი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი საქართველოში რუსეთს დააბალანსებს. არადა, ახლა ასე ჩანს - ჩინეთმა შესაძლოა საქართველოში დასავლური გავლენა „ჩააჩოჩოს“. არადა, საქართველოს კულტურა ყველა თავის გამოვლინებაში არც რუსულია და არც ჩინური, მკაფიოდ გამოხატული ევროპული ცივილიზაციის ფერები აქვს.
ნიშნავს თუ არა ჩინეთთან „სტრატეგიული თანამშრომლობა“ იმას, რომ საქართველოს საგარეო მიზანი აღარაა ევროკავშირის, ანდაც ნატოს წევრობა? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებია მომხდარი?
- მე მეჩვენება, რომ ამ პრობლემას უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. არც ერთ დასავლელ პარტნიორს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს. როგორ გგონიათ, რატომ?
ჩინეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს აბრეშუმის გზა აღადგინოს და მას ჭირდება საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა
პარადოქსულია, მაგრამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიულად ჩვენი დასავლელი უფროსებისთვისაცაა მომგებიანი. საქმე იმაშია, რომ თუ ჩინეთმა სრული მოცულობით აბრეშუმის გზა აღადგინა, საქართველო გახდება ამ გზის ფუნდამენტალური ჰაბი და ნებისმიერ მომენტში, საჭიროებისა და მოლაპარაკებისამებრ შეიძლება გადაიქცეს ერთგვარ „ჩამკეტ მექანიზმად“.
ასე რომ, ერთ პარადოქსულ აზრს გამოვთქვამ - სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩინეთთან დაახლოება კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს დასავლეთთან.
შემიძლია მეცნიერულად, ანალიზურად, რუკებითა და ციფრებით ეს აზრი განვავრცო.
და კიდევ ერთი. არ იფიქროთ, რომ ერთ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება სხვა ქვეყნებთან პრობლემას შეგვიქმნის. ევროკავშირსა და აშშ-ს არ აქვს რუსული მენტალიტეტი და კარგად ესმით, რომ პოლიტიკა მრავალფეროვანია და მრავალშრეებრივი. მაგალითად, რატომ არავის გაუპროტესტებია საქართველოს ირანთან თანამშრომლობა თუნდაც ტრამპის პრეზიდენტობისას?
არც ერთ დასავლელ პარტნიორს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს
ნუ გვეშინია აჩრდილების. გავატაროთ საქართველოსთვის სახარბიელო პოლიტიკა, ოღონდ წინდახედულად და გონივრულად.
- ამ თემაზე მსჯელობისას ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ არაა გამორიცხული ჩინეთმა საქართველოს აშშ-სა და ევროკავშირისაგან განსხვავებული და ურთიერთობების უკეთესი ვერსია შესთავაზა.
30 წელზე მეტია რაც ევროპა და ამერიკა თანმიმდევრულად დგანან საქართველოს როგორც სუვერენული ქვეყნის დაცვისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე.
ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერასაც რომ თავი დავანებოთ, რომ არა აშშ-სა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით დგომა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, არა ერთი ქვეყანა აღიარებდა.
ვითარებაში, როცა ევროპული პროექტებით საქართველოში ძალიან ბევრი რამ კეთდება, ეს ეხება ასევე აშშ-საც, გაუგებარია, საქართველოს თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩინეთისკენ ან შებრუნება, ან სწორება.
დემოკრატიულ მმართველობაზე უკეთეს ვეძებდით და ვიპოვეთ? საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ვცდილობდით და რამე დაგვაკლეს პარტნიორებმა?
თუ უსაფრთხოების მეტი გარანტიები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?
- მე თუ თქვენთან ვმეგობრობ, რატომ არ შეიძლება ვიმეგობრო ისეთ ადამიანთანაც, რომელსაც თქვენ, ვთქვათ, არ ელაპარაკებით?
მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა რთული, მრავალკომპონენტიანი და მრავალშრეებრივი სისტემაა და თუ დასავლური საზღვრები გამაგრებული გაქვთ, აღმოსავლურიც უნდა გაამაგროთ.
არ იფიქროთ, რომ ერთ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება სხვა ქვეყნებთან პრობლემას შეგვიქმნის. ევროკავშირსა და აშშ-ს არ აქვს რუსული მენტალიტეტი და კარგად ესმით, რომ პოლიტიკა მრავალფეროვანია და მრავალშრეებრივი
ახლა, ჩინეთთან პარტნიორობა რატომ თრგუნავს ჩვენ დემოკრატიას? მასთან ურთიერთობამ რატომ უნდა შეცვალოს ჩვენი პროდასავლური მისწრაფებანი? ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი, მერწმუნეთ, ევროკავშირია, მეორე ადგილზე აშშ-ა და ეს სულაც არ აკნინებს ამ ქვეყნებში არც დემოკრატიას და არც მათ საგარეო პოლიტიკურ კურსს.
ხაზგასმით ვიმეორებ, ნუ დაგვაფრთხობენ აჩრდილები. ჯობია იმაზე ვიზრუნოთ, რომ პროფესიული მთავრობა გვყავდეს.
- საქართველოს ხელისუფლების ჩინეთის მიმართულებით გააქტიურება შეუმჩნეველი არ დარჩებოდა აშშ-სა და ევროკავშირს. ალბათ ორივეს, მაგრამ განსაკუთრებით ევროკავშირს, რადგან ევროკავშირის კომისიამ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიანიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
მას შემდეგ, რაც პეკინსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გახდა ცნობილი, ბევრმა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მხრიდან ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ერთმანეთს დაუკავშირა.
გასაგებია, რომ ოფიციალური თბილისის თანხმობით ჩინეთის პრეზიდენტ სი-ის განცხადება გზავნილია ვაშინგტონისთვის და ბრიუსელისთვის.
რა გზავნილი მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით ვაშინგტონმა და ბრიუსელმა პეკინისაგან? სავარაუდოდ, როგორი იქნება მათი რეაქცია?
- მეჩვენება, რომ წონითი კატეგორიები აგვერია ერთმანეთში. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადება არც აშშ-სა და არც ევროკავშირისთვის არავითარი გზავნილი არ არის. საქართველო არ არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი. ტალღა, რომელსაც შეუძლია პატარა ნავი გადაატრიალოს, შეუმჩნეველი დარჩება დიდი ლაინერისთვის.
სულ სხვაა ჩინეთის ურთიერთობა მსოფლიო ლიდერებთან და სულ სხვაა მისი განწყობა საქართველოს მიმართ. ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ არ მგონია, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს საერთოდ რაიმე არსებითი რეაქცია ჰქონდეს.
ნუ დაგვაფრთხობენ აჩრდილები. ჯობია იმაზე ვიზრუნოთ, რომ პროფესიული მთავრობა გვყავდეს
და კიდევ ერთი რამ. ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა რეალური ქმედებები. ასეთ ქმედებებს კი კიდევ მრავალი წელი არ უნდა ველოდოთ. კი ბატონო, გაიყიდება ჩინეთში რამდენიმე ათასით მეტი ქართული ღვინის ბოთლი, კიდევ ერთი ჩინური კომპანია აგვიშენებს სახიფათო გვირაბებს და მერე?
ხედავთ თქვენ თვისობრივ ცვლილებებს და საერთოდ ან ჩვენ მთავრობას ან ჩინეთის ადმინისტრაციას გააზრებული აქვთ ასეთი ცვლილებების არსი? რაღაც ეჭვი მეპარება.
- ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა გლობალურ ფინანსურ სისტემაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.
მხედველობაში მაქვს ჩინეთის ხელმძღვანელობით დოლარის ჰეგემონიის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯები, რომელსაც მალე ვიხილავთ. ამ პროცესში ბრიქსის ქვეყნები მონაწილეობენ. ფაქტია, რომ ეს ფინანსური წამოწყება ჩინეთის ხელში ანტიამერიკული კოალიციაა.
ბევრი თვლის, რომ ეს ახალი წინადადებები „ჩინეთის გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა კომფორტულია საქართველოსთვის“. მეტიც, „ამ ცვლილებებისთვის საქართველო როგორც პოლიტიკურად, ისე პირველ რიგში ეკონომიკურად უნდა მოემზადოს“ და ეკონომიკური სარგებელიც ნახოს.
დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ თუ ამ პროცესში საქართველო ჩაერთო, იგი ანტიამერიკულ მოძრაობაში ჩაერთვება. დამკვირვებელთა მესამე ნაწილს ამ პროცესის პლუსების გარდა, მინუსები უფრო ადარდებს.
გასაგებია, რომ ის რაც მალე დაიწყება გლობალურ ფინანსურ სისტემაში, მხოლოდ დასაწყისია და ფინანსური სისტემების ომები მხოლოდ წინაა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სავარაუდო შედეგებს?
- საერთოდ არ მჯერა, რომ ასეთმა კამპანიამ, როგორი ინტენსიურიც არ უნდა იყოს იგი, რაიმე შედეგს მიაღწევს. თანამედროვე მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური სისტემა სულ სხვა ინსტრუმენტებითა და მანქანებით სარგებლობს და ჩინეთის მდიდარი კლასიც სტრუქტურულად და ფინანსურად მთლიანად დამოკიდებულია აშშ-ს ეკონომიკურ მანქანებზე. საუბედუროდ, არ შემიძლია ეს თემა აქ გავშალო, თუმცა ამაზე ძალიან ბევრი სტატია მაქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო წამყვან ჟურნალებში.
არც აშშ-სა და არც ევროკავშირისთვის არავითარი გზავნილი არ არის. საქართველო არ არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი. ტალღა, რომელსაც შეუძლია პატარა ნავი გადაატრიალოს, შეუმჩნეველი დარჩება დიდი ლაინერისთვის
საქართველოს გავლენა კი, რომელ მხარეზეც არ უნდა დადგეს იგი, დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ასი ათას დოლარს ერთი ცენტი ან შემატო, ან გამოაკლო. აქ ლაპარაკია ათასობით ტრილიონებზე, ჩვენთვის კი ათი მილიონი დოლარიც მნიშვნელოვანია.
და კიდევ ერთი რამ. აგერ ჩინეთი იაქტიურებს, ამერიკის ეკონომიკას ძირს გამოუთხრის და აშშ გულხელაკრეფილი დარჩება? აშშ-ს ჩინეთზე გავლენის გასაძლიერებლად ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გააჩნია. ტყუილად ხომ არ დაგეგმა ენტონი ბლინკენმა ვიზიტი ჩინეთში.
თანამედროვე მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური სისტემა სულ სხვა ინსტრუმენტებითა და მანქანებით სარგებლობს და ჩინეთის მდიდარი კლასიც
ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ეს პროცესი საერთოდ არავითარ გავლენას არ მოახდენს. ნუ ვიქნებით მიამიტები.
- გასულ კვირას საკრუიზო ლაინერით ბათუმში რუსი ტურისტების შემოსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ბათუმში შემოსვლას შესაძლოა უხმაუროდ ჩაევლო, რომ არა ამავე ლაინერის რუსი ტურისტების კომენტარები აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, რომლის „ქართველებისგან გათავისუფლებაში“ რუსეთი აფხაზებს და ოსებს დაეხმარა, ასევე იმაზე, რომ თურმე ჩვენ ყველა „სსრკ-ს ხალხი ვართ.“
ვნახეთ, როგორ გააპროტესტეს ბათუმელებმა საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ვიზიტი. ტურისტების რეაქციებიც ვიხილეთ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეების ქცევა „ქაჯობად“ შეაფასა. პოლიტიკური თვალსაზრისით განსხვავებული იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს არა მარტო მიესალმა, არამედ მოუწონა კიდეც საქციელი.
რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის მომხრე და პუტინის მხარდამჭერი მომღერლებით საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლა კვლავ იგეგმება, ამ თემაზე უნდა გკითხოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით გასულ კვირას ბათუმში საკრუიზო ლაინერის ტურისტებთან დაკავშირებით მომხდარს? თქვენ როგორ აღიქვით მომხდარზე მმართველი გუნდის რეაქცია?
- თუ ბათუმელების პროტესტი „ქაჯობა“ იყო, მეც ქაჯი ვყოფილვარ. ასე თუ გაგრძელდა, სიტყვა „ქაჯი“ მალე კომპლიმენტი გახდება და ერთმანეთს მივმართავთ, „როგორ ხარ, ქაჯო?“.
სერიოზულად კი ასეთი ტიპის კრუიზები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. ქსენოფობი, მერწმუნეთ, არა ვარ, მაგრამ სტუმარს მასპინძლის პატივისცემა მოეთხოვება. რუს გაუნათლებელ ტურისტს რა უნდა მოსთხოვო, როცა მისმა სანუკვარმა პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ ტრაგედიად გამოაცხადა.
სტრუქტურულად და ფინანსურად მთლიანად დამოკიდებულია აშშ-ს ეკონომიკურ მანქანებზე
დიახ, არა პირველი და მეორე მსოფლიო ომები, არა ჰოლოკოსტი, არა ტირანიასთან ბრძოლაში გაწეული ასეულობით მილიონი ადამიანური მსხვერპლი, არამედ უსისხლო საბჭოთა კავშირის დაშლა. რაღაც ხინჯია ამ ადამიანთა მენტალიტეტში და სამომავლოდ დიდი ჩინური კედლის აშენება არ მოგვიწიოს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა საკრუიზო გემებსაც ბათუმის მოსახლეობა ასევე „ქაჯურად“ დახვდება. თქვენთან ვარ, ქაჯი სანდრო.
- სოხუმის ხელისუფლებამ ბაბუშერის აეროპორტი 49 წლით იჯარით გადასცა რუსულ კერძო კომპანიას. ამ თემაზე ბევრი იხმაურა სოხუმში ხელისუფლების ოპოზიციამ, მაგრამ შედეგი უკვე ვიცით.
როცა აფხაზეთში კრემლისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხი აქტუალური იყო, აფხაზების დიდი ნაწილის აქტიურობის მიუხედავად, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბიჭვინთის შემთხვევაში პრემიერმა გვირჩია, ამ თემაზე გვეხმაურა. აეროპორტის თემაზე ხელისუფლებამ თქვა, „ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკიაო,“ არადა, ვიცით, რომ ეს თემაც დაიხურა მოსკოვის სასარგებლოდ.
ამას წინათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესას, საქართველოში რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე ასევე ურჩია „დახუროს ეს თემა“. გასაგებია, რომ სოხუმის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონოა, მაგრამ, ეს რომ ასეა, ჩვენი ხელისუფლება ბოლო დროს ამასაც არ ამბობს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკას? უფრო სწორად ურეაქციობას იმაზე, რაზეც განცხადებები მაინც უნდა კეთდებოდეს?
- ამ საკითხთან დაკავშირებით პარადოქსული აზრი მაქვს.
ვინაიდან ყველა ფრენა უკანონო იქნება და ყველა ასეთი ფრენის შემსრულებელი კომპანია სანქციებს გვერდს ვერ აუვლის, დაე, ააშენონ აეროპორტი. როცა აფხაზეთს დავიბრუნებთ, ნაკლები საზრუნავი გვექნება.
ჩინეთი იაქტიურებს, ამერიკის ეკონომიკას ძირს გამოუთხრის და აშშ გულხელაკრეფილი დარჩება? აშშ-ს ჩინეთზე გავლენის გასაძლიერებლად ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გააჩნია. ტყუილად ხომ არ დაგეგმა ენტონი ბლინკენმა ვიზიტი ჩინეთში
აფხაზეთის დაბრუნება კი რუსეთში განვითარებული შეუქცევადი პროცესების გამო უკვე რეალურ პერსპექტივად მესახება. თუ გაინტერესებთ, ერთხელ ამაზე ვილაპარაკოთ, გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩინეთი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი