ბათუმის პოლიციის უფროსი - ნებისმიერ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურში შემოდის, პოლიცია ადის და ამოწმებს, იღებს შესაბამის ზომებს, ეს არის სტანდარტული პროცედურა

ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის განცხადებით, სამართალდამცავები საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეზე“ შემოწმების მიზნით იყვნენ ასულები და ეს კანონის დაცვით მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნებისმიერ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურში შემოდის, პოლიცია ადის და ამოწმებს, იღებს შესაბამის ზომებს, ეს არის სტანდარტული პროცედურა. შესაბამისად, პოლიცია კანონის დაცვითაა ასული აღნიშნულ საკრუიზო გემზე“, - განაცხადა დგებუაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა საკრუიზო გემის მგზავრების მიერ ნაგვის სროლა მათ დასაკავებლად საკმარისი წინაპირობა, დგებუაძის თქმით, „ნებისმიერ წესრიგის დარღვევაზე პოლიცია მოქმედებს შესაბამისად“.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, აქციაზე, ამ დროისთვის, 10 პირია დაკავებული.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა