თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იჭედება ქართული ეკონომიკის ხვალინდელი დღე. თქვენ სულ რამდენიმე წელში საკუთარ თავზე აიღებთ იმ დიდ ტვირთს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის მართვა ჰქვია. მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სკოლის წევრები“, - მიმართა რექტორმა სტუდენტებს.

უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა პროფესორ ნოდარ ხადურის წვლილზე, რომელიც მან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეიტანა.

,,პროფესორი ნოდარ ხადური იყო ადამიანი, რომელიც 4 წელი მართავდა ქართულ ფინანსებს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა რექტორმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა როგორც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურს გამოწვევებსა და მიღწევებს, ისე მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება