თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 101 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტის დეკანთან და პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით ცნობილი ქართველი ეკონომისტის, აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საუკუნეზე მეტია არსებობს და ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონის მასშტაბით.

1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური ფაკულტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად.

1922 წლის 30 ივლისს, ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

ფაკულტეტის საიუბილეო თარიღი ყოველი წლის 30 ივლისს აღინიშნება”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება