რუსეთის ბავშვთა უფლებების რწმუნებულის ინფორმაციით, 2022 წლიდან  რუსეთმა უკრაინის 4.8 მილიონი მცხოვრები „მიიღო“, მათ შორის 700 000-ზე  მეტი ბავშვი

რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვის განცხადებით, 2022 წელს უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 700 ათასზე მეტი ბავშვი იქნა გაყვანილი.

აღნიშნულ ინფორმაციას მარია ლვოვა-ბელოვა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აქვეყნებს.

მისივე მონაცემებით, 2022 წლიდან (უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ) რუსეთის ფედერაციამ უკრაინის 4,8 მილიონი მცხოვრები „მიიღო“, მათ შორის 700 000-ზე მეტი ბავშვი.

რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მტკიცებით, უკრაინელი არასრულწლოვანთა უმრავლესობა რუსეთში მშობლებთან ან ნათესავებთან ჩავიდა.

„ასევე, რუსეთში დაახლოებით 1,5 ათასი ობოლი ბავშვი არის შემოსული, რომლებიც მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩნენ. ასევე, 760 ბავშვი იქნა ნაშვილები“, - ნათქვამია მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახელმწიფო არაერთხელ ადანაშაულებდა რუსეთს უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და უკანონო დეპორტაციაში. ასევე მარია ლვოვა-ბელოვაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება