„დროა“ - ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია პარტია "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გენრი დოლიძეს ადვოკატი ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მას აღენიშნება დაზიანებები სახესა და ქვედა კიდურებზე.

ადვოკატის თქმით, პოლიციამ "დროას" წევრი დაკავებისას ცემა.

პარტიის ინფორმაციით, გენრი დოლიძე, დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად, დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს.

„მთელი დღის განმავლობაში, უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა