ლევან ხაბეიშვილი - ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი

ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ანაკლიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება“.

“ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არცერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად... და რა არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ასი ათასობით ემიგრანტზე, რომლებიც მიდიან, შემდეგ რამდენიმე თვე ჩამოდიან და ისევ მიდიან სამუშაოდ. მეგობრებო, საუბარია ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, დედაქალაქის მესამედი რომ დაიცალოს და წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამდენი ადამიანია გაქცეული ამ ქვეყნიდან და რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სისტემა, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ამ ქვეყანას, წურბელასავით აზის და დანარჩენებს გვეუბნება ან შეეგუეთ ან მონები იყავით ან გაიქეცით. აქედან ვუთხრათ, რომ არ შევეგუებით, არ გავიქცევით და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ რუსულ პარტიას. მთავარი დაპირება, რაც მინდა რომ გითხრათ - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის და სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილს - თავისუფლება მიშას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება