მაია ომიაძე - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, მესამე კვარტალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით იანვარი-მარტის პერიოდში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდულად გაიზარდა და 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ტურიზმში შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2023 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავლებმა 1,804,529,935 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 124 %-ით არის აღდგენილი. შემოსავლების გაზრდას სხვადასხვა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ეს არის ფრენების გაზრდა, არსებულ ავიარეისებზე სიხშირეების დამატება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ზაფხულის სეზონი ახლა პიკშია, ქვეყანა მასპინძლობს ძალიან ბევრ მოგზაურს და ვფიქრობთ მესამე კვარტალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი).

2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით.

წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება